четверг, 20 июня 2013 г.

პროექტი ,,ლექსო ,ამოგთქომ, ოხერო!"

1.პროექტის   სახელი: ,,ლექსო, ამოგთქომ,  ოხერო!’’
 2.პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები     დაინტერესდებიან ფოლკლორით,მოიძიებენ და შეაგროვებენ ხალხური ზეპირსიტყვიერების  ნიმუშებს.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას,შექმნიან საინტერესო ვებგვერდს.
4.პროექტის მიზნები: გამოუმუშაოს მოზარდს ფოლკლორული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული, შეაყვაროს კითხვა,ხელი შეუწყოს ხალხური ლექსების ესთეტიკური  აღქმისა და შეფასების უნარის  ჩამოყალიბებას.
5.მონაწილეთა ასაკი: 13-დან  16 -წლამდე.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე;
7.მოსალოდნელი შედეგები:შექმნიან ბლოგს,გაიმდიდრებენ ცოდნას ხალხური ლექსების შესახებ,მოიძიებენ და შეაგროვებენ ჩვენს რაიონში მცხოვრები სახალხო  მთქმელების
ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, აკინძავენ და შექმნიან  ალბომს.
8 .პროექტისათვის საჭირო ძირითად რესურსიები:სახელმძღვანელო,აუდიოდისკები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,კომპიუტერი.
9.ძირითადი აქტივობები:მ ასალების  მოძიება- დამუშავება, პოეზიის საღამოს ორგანიზება,ალბომის შექმნა,ინტერნეტში სურათების მოძიება, ბლოგის შექმნა და გაფორმება, პრეზენტაცია;
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს მასალების მოძიების უნარ-ჩვევები,ასევე ისტი-ს ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები,შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ლიანა მაისურაძე;
12.ელ.ფოსტა: lianamaisuradze5@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: lianakartuli blogspot.com